ისნის რაიონში გაზმომარაგების ქსელზე ავარიაა

ისნის რაიონში გაზმომარაგების ქსელზე ავარიაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოების დროს შპს „ამაგი“-ს მიერ დაზიანდა კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზსადენი, რის გამოც 12 ოქტომბერს დაახლოებით 18:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე: ქეთევან წამებულის გამზირის №63ა, 63ბ, 65, 67, 69, ჭრელაშვილის ქუჩის, ჩოლოყაშვილის ქუჩის №1/1, ½1/2, 1/3, 46, 57, ჩოლოყაშვილის I კვარტლის №1, 2, 3, 4, 5, საექიმოს გასავალის, ჰოსპიტლის შესახვევის, სამხედრო ქალაქის, ნავთლუღის, დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდ ჰოლბრუკის), ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II დოლაბაურის, III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, არტურ ლაისტის ქუჩები, კომპლექსი ,,ორთაჭალის ტურფა”, მეგობრობის, უორდროპის, ბეჟანისა და მიმდებარე ქუჩების ნაწილი. გაზმომარაგება ასევე შეუწყდა გაზგასამართ სადგურ ,,ვისოლს”, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, საცურაო აუზს ,,ოლიმპი”, რესტორანს ,,ასტორია”, №215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ისანი მოლს, სუპერმარკეტ ,,კარფურს”, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსს”, შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ,,ინტელექტს” და ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს.

ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა იგეგმება 13 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, რომელიც დასრულდება 18:00 საათისათვის.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხო გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004.