მარნეულში ღვინის ფესტივალი „ღვინობისთვე 2018“  გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში ღვინის ფესტივალი - „ღვინობისთვე 2018“ გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ამ დღისთვის საღონისძიებო სივრცე გაფორმდა შესაბამისი დეკორაციებითა და საშემოდგომო რეკვიზიტებით. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიების, მცირე და ოჯახური მარნების პროდუქციის გამოფენა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათიც. მისულ სტუმრებს დაგემოვნება/დეგუსტაციის პარალელურად პროდუქციის ადგილზე ყიდვის საშუალებაც ჰქონდათ.

საზეიმო ვითარებაში ტრადიცულად საწნახელში დაიწურა ღვინო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ქვემო ქართლის მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა გახსნეს.

ღვინის ფესტივალი - „ღვინობისთვე 2018“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში იმირის გადაჭრილ გორაზე 2015 წლიდან დღემდე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის ნაწილაკები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა.

სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი ისე კანადელი არქეოლოგები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს