ანონსი  13 ოქტომბერი

13 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ შვედეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი ლასლო თაბარი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით, ექიმებისთვის ტრენინგს ჩაატარებს.

თემა: „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“.

საკონტაქტო პირი სოფო ქემაშვილი - 595 70 72 22

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნება ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლის კოსტა ხეთაგუროვის 159-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

13 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, მეწარმეებისა და ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, საგამოფენო ღონისძიება - Start in Georgia ჩატარდება.

მის.: წერეთლის გამზ. N118, საგამოფენო ცენტრი "Expo Georgia", მესამე პავილიონი

ტელ.: 599 44 58 95

13 ოქტომბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე , „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ შარდენზე, სიონის ქუჩაზე გაიმართება, ფესტივალს გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მთელი დღის განმავლობაში იქნება სხვადასხვა ტიპის აქტივობა. 13:30 საათიდან მოძრაობის თეატრის მსახიობების პერფორმანსი, 15:00 საათიდან მიმები, ოჩოფეხები და ცეცხლოვანი შოუ. ფესტივალს დახურავს გრანდიოზული ფოიერვერკი. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურად ფესტივალს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი გააფორმებს.

საკონტაქტო ტელ.: 558 598 598

13 ოქტომბერს, 11:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა უშედეგოა, რადგან ფაროსანები მოსახლეობას კვლავ აზარალებენ, მოსახლეობა კი მავნე მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

13 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „ძალა ერთობაშიას" წევრები, ლევან ბეჟაშვილი და თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი.

მის: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო პირი: თამარა ჯინჭარაძე: 551 66 25 25

13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, " ძალა ერთობაშიას" წევრები, გიორგი ბარამიძე და დიმიტრი შაშკინი ბრიფინგს გამართავენ.

მის: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო პირი: თამარა ჯინჭარაძე: 551 66 25 25

13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ვეტერანის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ლისის ტბაზე 3 კილომეტრიან დისტანციაზე მარათონი გაიმართება.

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ტექნოპარკში, „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) და კომპანია „კინგსი - საქართველო“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

თემა: ფინანსური განათლება სასკოლო ოლიმპიადაში.

მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7, ტექნოპარკი

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში, ​​შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტობის კანდიდატებს უმასპინძლებს.

თემა: როგორ არის ასახული გენდერულ საკითხებზე შემუშავებულ პოლიტიკურ პროგრამებში შშმ ქალთა ჩართულობა და რამდენად არის გათვალისწინებული აღნიშნული სოციალური ჯგუფის ინტერესები პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში.

მის.: ცოტნე დადიანის #164, კიკვიძის ბაღი

საკონტაქტო პირები: თამარ მაჭარაშვილი - 551004204, ინგა ნაბახტეველი - 571 001 395, 555 426 084

13 ოქტომბერს, 13:00-19:00 საათამდე, გურჯაანში („ახტალა“) ღვინის ფესტივალი გაიმართება.

საკონტაქტო პირი ეკა ცისკარაშვილი +995593 276457

13 ოქტომბერს, 15:30 საათზე, "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: კანაფის ლეგალიზების ფესტივალი და შსს-ს ბრიფინგი

მის.: ი. გამრეკელის #47

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა