აჭარის აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს მასპინძლობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე უწევდა.

ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე ყურძნის 32 ჯიშია მოყვანილი. ამ ეტაპზე სანერგეში 7 ტონამდე საღვინე ყურძენი დაიკრიფება, რომელიც დაიწურება და ღვინის სახლის ქვევრში განთავდება.

ღონისძიებას ბათუმში მიმდინარე „აგრო-სასურსართო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის“ სტუმრები და ტურისტები ესწრებოდნენ. ჩატარდა ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის ამოვლების და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო