რუსთავის მერიაში გარემოს დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მსხვილი საწარმოების მიერ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განხილვისა და სამომავლოდ, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საინიციატივო ჯგუფის - ,,გავიგუდეთ“ წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი, ქალაქის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს წევრები ბონდო მამულაშვილი და დავით იშხნელი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, შემუშავდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების შემცირების გეგმა. საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე შესაბამისი სამინისტროს მიერ და ადგილობრივ დონეზეც უკვე ხორციელდება.

,,ის სამოქალაქო აქტივობა, რომელიც ჩვენ ქალაქშია გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მისასალმებელია, როგორც პრობლემის იდენტიფიცირების კუთხით, ასევე დღევანდელი ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტივობის კუთხით. დღეს გავცვალეთ ინფორმაცია, ვისაუბრეთ იმ მოქმედებებზე, რითაც თვითმმართველობა ცდილობს, რომ აქტიურად იყოს ჩართული საკუთარი ქალაქის გარემოფაქტორების მდგომარეობაზე, მათზე კონტროლის განხორციელებაზე. ეს აქტივობა სასურველია, რომ პერმანენტულად გაგრძელდეს ჩვენ ქალაქში, რათა მივიღოთ ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ჰაერი, ჯანსაღი ნიადაგი,“ - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტის ანა მელაშვილის განცხადებით, მერიის ინიციატივა ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მისასალმებელია.

,,შევხვდით ქალაქის მერს და ვისაუბრეთ პრობლემებზე, იმაზე თუ რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით და რა ბერკეტები შეგვიძლია ჩვენ ერთობლივად გამოვიყენოთ პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ანა მელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს