სოფელ მარადიდში  სასმელი წყლის მაგისტრალისა და აუზის მოწყობა მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში სასმელი წყლის მაგისტრალისა და აუზის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მთივე ინფორმაციით, ობიექტის ზედამხედველობის ჯგუფის განცხადებით, რთული რელიეფის მიუხედავად სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

პროექტს ახორციელებს შპს „ალსოფი“. ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 174 433 ლარს. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.