„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ დღეს შარდენზე გაიმართება

დღეს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შარდენზე, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.

წლევანდელ ფესტივალში ღვინის დიდ კომპანიებთან ერთად, მცირე მარნებიც მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ. ღვინის დეგუსტაციასთან და გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და ქართული აქსესუარები.

„იმისათვის, რომ აღნიშნული პროდუქტების დაგემოვნების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს, სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ პერფორმანსს იხილავენ. ასევე, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს, რომელიც ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ანსამბლები: „ნანინა“, „ოდა ბადე“, „ნართები“, „მართვე“ და სხვები. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუ. გასული წლის მსგავსად, ფესტივალს გააფორმებენ მიმები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა