„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.ფესტივალი შარდენზე, სიონის ქუჩაზე მიმდინარეობს. როგორ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.

„საქართველოში ღვინობისთვის ფარგლებში უკვე ტრადიციულად იმართება სხვადასხვა ზეიმი და ღონისძიება. თბილისშიც, მეიდანზე უკვე დამკვიდრდა ღვინის ფესტივალის ჩატარება. ჩვენ თავდაპირველად ღვინის დღე აღვნიშნეთ, შემდეგ ღვინის კვირეული ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ჩავატაროთ წლევანდელი ღვინობისთვე, რომელიც რამდენიმე კვირას მოიცავს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეში,"- განაცხადა მინისტრმა.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზიისა და მედიაპორტალის allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ და ფესტივალზე საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ.

„დღეს შარდენზე იმართება „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“. უკვე მეორე წელია ვატარებთ ამ ფესტივალს. შარშანდელისგან განსხვავებით წელს მცირე მარნებიც იღებენ მონაწილეობას. ჯამში დაახლოებით 50 კომპანიაა. ასევე წარმოდგენილია ქართული ჩურჩხელა, ჩირი, ქართული აქსესუარები, უნიკალური ყველი. მინდა ყველას მოვუწოდო, მობრძანდით ფესტივალზე, დააგემოვნეთ სხვადასხვა სახეობის ღვინო და ისიამოვნეთ.

სტუმრებს შევთავაზებთ მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებსაც: ცეცხლოვან შოუს, იქნებიან მიმები, ოჩოფეხები, იქნება ფოლკლორი. ასე რომ მობრძანდით თქვენს შვილებთან ერთად და დრო საუკეთესოდ გაატარეთ,"- განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ანანო თავხელიძემ.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა