„ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის სტუმრები მიიჩნევენ, რომ ასეთ ფესტივალებს ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე, სიონის ქუჩაზე უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ფესტივალს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ესწრებიან და წარმოდგენილ პროდუქციას აგემოვნებენ. როგორც უცხოელი ტურისტები აღნიშნავენ, ქართული ღვინო მრავალფეროვანი გემოთი გამოირჩევა და ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რის წაღებასაც საქართველოდან გეგმავენ.

„როგორც ვხვდები ეს ღვინის დღესასწაულია. ქართული ღვინო ძალიან მომწონს და ვფიქრობ, იმდენად მრავალფეროვანი გემოებია, რომ ყველას შეუძლია აქ მისთვის მოსაწონი სახეობა იპოვოს. ჩემი ფავორიტი ქინძმარაულია. ასევე, აქ პირველად გავსინჯე ქისი და ძალიან მომეწონა. რუსეთში ყველა ჩემი მეგობარი ელოდება, რომ იქ ბოთლი ღვინით დავბრუნდები. ვფიქრობ ეს საუკეთესო ქართული საჩუქარია,"- განაცხადა ირინა სლავიევამ.

„აქ სრულიად შემთხვევით მოვხვდით და უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. დავაგემოვნე ქინძმარაული, საფერავი და მუკუზანი. ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი ქინძმარაულია. დღეს მოსკოვში ვბრუნდებით, ბარგის წონა უკვე განსაზღვრული გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, თითო ბოთლს მაინც ვიყიდი. ქართული ღვინო მოსკოვში ძალიან უყვართ. ყველა მეგობარმა ღვინის წაღება დამაბარა,"- განაცხადა კიდევ ერთმა ტურუსტმა, იულია ბისტრეცკაიამ.

როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა სტუმარმა ვიოლეტა შარვაშიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ასეთ ფესტივალებს ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ვიცოდი დღეს რომ ღვინის ფესტივალი იმართებოდა, ამიტომ მოვედი მეგობრებთან ერთად და ძალიან კმაყოფილები ვართ. სხვადასხვა სახეობა დავაგემოვნე, მაგრამ ყველაზე მეტად მომეწონა კომპანია „ბატონოს" მწვანე მანავი. ზოგადად, ფესტივალზე ძალიან გემრიელი ღვინოებია წარმოდგენილი. ანსამბლებიც არაჩვეულებრივად მღერიან და მთელი დღის განმავლობაში დაველოდებით, ვნახავთ რა იქნება წარმოდგენილი.

ასეთ ფესტივალებს ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამავდროულად ადგილობრივებისთვისაც ძალიან სასიამოვნოა, "- განაცხადა ვიოლეტა შარვაშიძემ.

ამ წუთებში მოძრაობის თეატრის მსახიობები ფესტივალზე მოსული სტუმრებისთვის კოსტიუმირებულ პერფორმანსს წარმოადგენენ.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ფესტივალი 19:00 საათამდე გაგრძელდება.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე იმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა