ანანო თავხელიძე - „ქართული ღვინის ფესტივალი” წელს ანშლაგით გემშვიდობებათ, ფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება და კიდევ უფრო მასშტაბური იქნება

„ქართული ღვინის ფესტივალი” წელს ასეთი ანშლაგით გემშვიდობებათ, ფესტივალი მომავალ წელსაც აუცილებლად გაიმართება და იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, - ამის შესახებ ფესტივალის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანანო თავხელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლევანდელი ფესტივალი, შარშანდელთან შედარებით 3-ჯერ უფრო გაუმჯობესებული იყო.

„მოვიდა ძალიან ბევრი სტუმარი და ყველა კმაყოფილია. ღვინის კომპანიებმა თავიანთი მარაგები სამჯერ გადაავსეს. ქართველ ფოლკლორულ ჯგუფებს ენაცვლებოდნენ უცხოური მუსიკალური ჯგუფები. შოუ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გასული წლის გამოცდილებით, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი კონცერტი ტურისტებს ააცეკვებდა, მაგრამ წელს ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა იმიტომ, რომ აქ მოსული ყველა სტუმარი ცეკვავდა, მღეროდა, ერთობოდა. ყველაფერი რისთვისაც ქართველი სტუმრები აქ ჩამოდიან, დღეს ერთ სივრცეში იყო თავმოყრილი,“ - განაცხადა ანანო თავხელიძემ.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ 11:30 საათზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა და საღამოს 19:00 საათამდე გაგრძელდა. ფესტივალი ანსამბლ „მეტეხის" მიერ შესრულებული სიმღერებითა და ცეცხლის შოუთი დასრულდა.

ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები იყვნენ: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები იყვნენ: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ცეცხლის შოუთი დასრულდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს