გია ვოლსკი - ზაზა ოქუაშვილს ჰკითხეთ,  რაში იხდიდით იმ მილიონ შვიდასი ათასს, ვის უხდიდით, სად უხდიდით და რისთვის უხდიდით?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ კომპანიის დამფუძნებლისთვის, ზაზა ოქუაშვილისთვის არასოდეს უკითხავთ, რატომ და რაში იხდიდა ის ფულს.

ვოლსკის მტკიცებით, ზაზა ოქუაშვილის თემა წინასაარჩევნოდ არის „შემოგდებული" და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად წინასაარჩევნოდ იყენებს.

„მედია არასწორად აშუქებს ამ თემას და სწორედ ეს იწვევს უკმაყოფილებას. ოქუაშვილის თემას საერთოდ არ კითხულობს არც ჟურნალისტები, არც არასამთავრობოები, თუ საიდან მოიტანა ეს სისულელეები, არ კითხულობს საიდან აქვს ის ჩანაწერები, არ კითხულობს რა მიზნით აქვს ეს ფული და ვისთვისაა გადახდილო, იმიტომ, რომ არ ჩანს და პირდაპირ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

წინასაარჩევნო თემა რომ შემოგაქვს, ხომ უნდა დააკვირდე, რომ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილის თემას იყენებს. ოქუაშვილს კითხეთ მაინც, კი მაგრამ, რაში იხდიდით იმ მილიონ 700 ათასს, ვის უხდიდით, სად უხდიდით და რისთვის უხდიდით. ოქუაშვილს ახდევინებდნენ პარტიის ფულს, იყო ჭიდაობა, გადავიხდი, არ გადავიხდი?! ეს ხო ზღაპარია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა