მამუკა ბახტაძე - მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ

მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და თანაც განვავითაროთ ჩვენი სიმდიდრე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მცხეთაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

"მინდა ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის, სიმტკიცის სიმბოლო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. იცით, რომ ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და თანაც განვავითაროთ ეს ჩვენი სიმდიდრე", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერთან ერთად სვეტიცხოველში თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს