კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - „ექშენი“ აკლია ნამდვილად, საქმე გვაქვს უნიჭოდ დადგმულ შოუსთან

მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, „ექშენი“ აკლია ნამდვილად, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დასმულ შეკითხვას. მან აუდიო ჩანაწერებს უნიჭოდ დადგმული შოუ უწოდა.

"საქმე გვაქვს ერთ დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს. ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ -ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ცოტა „ექშენი“ აკლია ნამდვილად. სასაცილოა ყველაფერი, თუმცა თუ რამე კითხვები არსებობს, გამოძიება დაწყებულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს