კახა კუკავას შტაბი „იმედის“, „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას საარჩევნო შტაბი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „იმედის“, „მესტროს“ და „რუსთავი 2“-ის დაჯარიმების, ასევე, სხვა ცენტრალური მაუწყებლების გაფრთხილების მოთხოვნით მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, „იმედის“ და „მაესტროს“ მიმართ საჩივარი შეეხება ტელეკომპანიების უკანონო გადაწყვეტილებას, კახა კუკავას საარჩევნო კლიპის ეთერიდან მოხსნის შესახებ. მათივე ცნობით, რგოლი შეეხება უკონტროლო იმიგრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირებას.

„მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „იმედი“ და „მაესტრო“ როგორც წერილობით, ისე ზეპირსიტყვიერად რამდენჯერმე გააფრთხილა აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელევიზიები, გაურკვეველი საფუძვლით, კვლავაც უარს აცხადებენ კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

ამას გარდა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეთერიდან მოხსნა კახა კუკავას კიდევ ერთი რგოლი, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციას შეეხება (როგორც ცნობილია, „იმედი“ მარიხუანას აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა და საკუთარ გადაცემებში მას „მწვანე ოქროს“ უწოდებს)“, - აღნიშნულია პარტიის განცახდებაში.

მათივე ცნობით, კახა კუკავას შტაბმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ასევე წარუდგინა „იმედის“, „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის მიმართ კიდევ ერთი საჩივარი, რომელსაც თან ერთვის ამ ტელეკომპანიების გადაცემების სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც დასტურდება რომ აღნიშნული მაუწყებლები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, დავით ბაქრაძის და გრიგოლ ვაშაძის კამპანიას აშუქებენ.

ამასთან, პარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ასევე წინასაარჩევნო დებატების ფორმატთან დაკავშირებით ედავება. მაუწყებელმა განაცხადა, რომ დებატებს გეგმავს მხოლოდ 4 სუბიექტის (ვაშაძე, ზურაბიშვილი, ბაქრაძე, ნათელაშვილი) მონაწილეობით, მაშინ, როცა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ტელეკომაპნიას ამგვარი ფორმატის გადაცემაში ყველა კვალიფიციური სუბიექტის მონაწილოების უზრუნველყოფას.

მარეგულირებელი კომისია პარტიის საჩვრებს მომავალ კვირაში განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო