ზაზა სარალიძე - ეს ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც მე 10 თვეა გავიძახი

ეს ჩანაწერები არის იმის დასტური, რასაც მე 10 თვეა გავიძახი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა გადადგეს, რადგან ისინი მფარველობენ დამნაშავეებს.

ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც "რუსთავი2"-ის ინფორმაციით პენიტენციურ დაწესებულებაშია ჩაწერილი, საზოგადოების მხრიდან მყისიერი რეაგირება ექნება. "ეს არის ის, რასაც მე ვიძახი 10 თვეა. ესენი ხელს აფარებენ მკვლელებს და თვითონ არიან დამნაშავეები. უნდა გადადგეს ხელისუფლება! აქციები გრძელდება და იმედია საზოგადოება გვერდით დაგვიდგება", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს