ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საზეიმოდ დაიხურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა.

საქართველოს განათლების, სპორტის, კულტურის და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საქართველომ 2019 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადაულოცა.

ტრადიციისამებრ, სპეციალური გრაგნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა ნორვეგიელ კოლეგას გადასცა.

ღონისძიებაზე, ასევე შედგა ნორვეგიის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.

საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სიურპრიზი მოუწყეს და ქართული სიმღერით - „სულიკოთი“ დაემშვიდობნენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს.

გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო იყო წარმოდგენილი, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნებოდა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა