დავით ბაქრაძე - ქვეყანა ცალკეული ადამიანების მიერ მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნესინტერესების საფუძველზე იმართება

მომავლის საკითხია, იქნება თუ არა საქართველო ევროპული ქვეყანა, სადაც მუშაობენ ინსტიტუციები, თუ ვიქნებით ცალკეული ადამიანების, „მაგარი ბიჭების" ხელში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, მათი კრიმინალური და კორუფციული ინტერესების მსხვერპლი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში ინსტიტუციები ჩამოშლილია.

„ეს ჩანაწერები არ ეხება ერთ კონკრეტულ საქმეს, არც კონკრეტულ თანამდებობის პირებს და უწყებებს. ეს ჩანაწერები ეხება ქართულ სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის მომავალს, იმიტომ რომ თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა ცალკეული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იმართება, რაც საგანგაშოა.

„დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როცა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები პრაქტიკულად ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნესინტერესების საფუძველზე. ეს სიტუაცია საგანგაშოა. ეს არის საკითხი თითოეული ჩვენგანის მომავლის, გვაქვს თუ არა მომავალი ქართულ სახელმწიფოს, იქნება თუ არა საქართველო ევროპული ქვეყანა, სადაც მუშაობენ ინსტიტუციები თუ ვიქნებით ცალკეული ადამიანების, „მაგარი ბიჭების" ხელში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, მათი კრიმინალური და კორუფციული ინტერესების მსხვერპლი",- განაცხდა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ყველა დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული მომდევნო ხელისუფლების მიერ.

„ყველა დანაშაული იქნება გამოძიებული და ეს გამოძიება გადაეცემა აშშ-ის შეერთებულ ბიუროს, რომ ეს არ იქნება შურისძიება",-აღნიშნა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს