ეკა ბესელია - ჩემთვის მთავარია, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური და კანონიერი - ვიდრე შინაარსზე გადავალთ, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური და კანონიერი - იმისთვის, რომ ჩანაწერის შინაარსზე გავაკეთოთ კომენტარი, აუცილებელია ვიცოდეთ, ავთენტური და კანონიერია თუ არა ის, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე დასმულ კითხვას.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ “სისხლის სამართლის კოდექსზე“ გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

“ჩემთვის პირადად საინტერესო არის საკითხის სამართლებრივი მხარე. მე ასეთი მიდგომა მაქვს, პირველ რიგში, ვიდრე ჩანაწერების შინაარსზე გადავალთ, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს. გამოძიების დაწყება არის დროული. ჩემთვის მნიშვნელოვია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება - არის თუ არა ჩანაწერები კანონიერად მოპოვებული და ავთენტური. სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერების გაკეთების კანონიერებასთან და მოპოვებასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ამასთან, როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან აზრი ვერ გამოიტანა და ვერ გაიგო ჩანაწერის იმ ნაწილის კონტექსტი, სადაც მისი სახელია ნახსენები.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

სხვა საკითხებთან ერთად, ჩანაწერში ასევე ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა