გრიგოლ ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილმა საქართველო 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში დააბრუნა - მწამებელთა შეიარაღებული ბანდები მოწმეებს იტაცებენ და აწამებენ

„ჩვენ დავინახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში. მან ერთი „მხედრიონი“ კი არ აღადგინა, არამედ შექმნა რამდენიმე „მხედრიონი“, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები,"- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს მწამებელთა შეიარაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ, აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ სასამართლოში ხელისუფლების მიერ შეკვეთილი ჩვენებები მისცენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს არ ყოფილა.

"გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გადადის საგანგებო მდგომარეობაზე. ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ხელისუფლება გვყავს. დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ შეიარაღებული კრიმინალური ბანდ-ფორმირებები. სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავს პატიმრების დასაკითხად და წამებაზე დასასწრებად. ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება. ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგუფებად, რომელიც უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას. ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში. მან ერთი „მხედრიონი“ კი არ აღადგინა, არამედ შექმნა რამდენიმე „მხედრიონი“, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები. ჩვენ დავინახეთ მწამებელთა შეიარაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ, აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ სასამართლოში ხელისუფლების მიერ შეკვეთილი ჩვენებები მისცენ. ჩვენ დავინახეთ, რომ შსს-ს უშუალო მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა 51-ე სკოლის მოსწავლეებზე იმისათვის, რომ მათ მიეღოთ სასურველი ჩვენებები. დადასტურდა, რომ სახელოვანი ვეტერანი შალვა თათუხაშვილი მოკლულია ე.წ. ხელისუფლების მიერ. ასეთი შეურაცხყოფილი არ ვყოფილვარ არასოდეს. 90-იანი წლებიც კი არ არის ეს. ეს არის აფრიკის რომელიმე არშემდგარ ქვეყნად გადაქცევა,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა