ზაზა სარალიძე  - უნდათ, რომ გ.ჯ-ს  სასჯელის ვადა შეუმცირონ, ისწავლოს და მისგან ვითომ კაცი გამოვიდეს, მაგრამ მკვლელი კაცი ვეღარ გამოვა

უნდათ, რომ გ.ჯ-ს 6 წლამდე შეუმცირონ სასჯელის ვადა, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ-ს ნათესავებს იმედი აქვთ, რომ დაკავებული უნივერსიტეტის დასრულებას შეძლებს.

სარალიძის თქმით, იგი ამ საქმეზე ხელისუფლებისგან რაიმე ნაბიჯის გადადგმას აღარ ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სარალიძემ აღნიშნა, მოუწევთ აღიარონ, რომ "ზაზა სარალიძე ყველაფერში მართალი იყო".

"უნდათ, რომ გ.ჯ-ს სასჯელი შეუმსუბუქდეს. მე როგორც გავიგე, 6 წლამდე უნდათ, რომ შეუმსუბუქონ სასჯელის ვადა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ იმედია, მოვიპოვებ. მის ნათესავებს იმედი აქვთ, რომ გ.ჯ. დაამთავრებს უნივერსიტეტს, ისწავლის და მისგან ვითომ კაცი გამოვა. ადამიანის მკვლელი კაცი ვერასდროს ვეღარ გამოვა. ხელისუფლება არანაირ ნაბიჯს აღარ გადადგამს იმიტომ, რომ მარტო კალანდია რომ მისცენ პასუხისგებაში, დაენგრევათ მთლიანად ეს საქმე. მაშინ მთელმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ზაზა სარალიძე იყო მართალი და ჩვენ სპეციალურად ვტყუოდითო. აქცია გაიმართება იქამდე, სანამ მკვლელები არ მოშორდებიან ჩვენს ქვეყანას და პასუხისგებაში არ მიეცემიან,"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდის სასჯელს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს