„ალდაგი“ მოქალაქეებს  ქონების ხანძრისგან დაზღვევას წელიწადში 50 ლარად სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ დაინტერესებულ პირებს ქონების ხანძრისგან დაზღვევას წელიწადში 50 ლარად სთავაზობს. დაზღვევის ახალ პროდუქტის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

„სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს, ხანძრის დაზღვევას, გამორჩეული პირობებით და დაფარვებით.

2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხანძრის 15 222 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულმა სტატისტიკამ საჭირო გახადა ისეთი პროდუქტის შექმნა, რაც მოსახლეობას ხანძრით გამოწვეული რისკებისგან დაიცავდა. ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, „ალდაგმა“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი, ხანძრის დაზღვევა შექმნა, 50 000 ლარიანი ლიმიტი წელიწადში მხოლოდ 50 ლარი ეღირება და ხანძრით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს სრულად დაფარავს.

„ალდაგის“ ახალი პროდუქტი გათვალისწინებულია როგორც კერძო სახლების, ასევე ბინების მფლობელთათვის. 50 ათას ლარიანი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში მომხმარებლები კუთვნილი ქონების რემონტის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზღვევას ხანძრის, აფეთქების, მეხის დაცემისა და სხვა რისკებისგან შეძლებენ. ხანძრის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ fire.aldagi.ge ან „ალდაგის“ მომსახურების ცენტრებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დასაზღვევი ქონების ზუსტი მისამართის წარდგენის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა