გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა

გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. „ნუ ასარდაფებ", „არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას", - ამ მოწოდებებით ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები მერიასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, დაუშვებელია ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია.

„დაუშვებელია ასეთი ხელისუფლება მართავდეს ქვეყანას, ამიტომ უნდა გადადგნენ და პასუხი აგონ დანაშაულზე. უნდა დამთავრდეს მაფიოზური მმართველობა და ეს დასრულდება 28 ოქტომბერს", - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

აღნიშნული შინაარსის აქცია გაიმართა თელავშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მხარდამჭერებთან ერთად და გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრიბნენ. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის კრიმინალური დაჯგუფება.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და წევრებმა საპროტესტო აქცია რუსთავშიც გამართეს. აქციის მონაწილეები რუსთავის მერიასთან ტრანსფარანტებით - ,,სუბელიანი-ფარცხალაძის ოცნება! მთავრობა სარდაფში! არა მწამებელთა ბრიგადას!“ მივიდნენ. აქციის მონაწილეები გუშინ ,,რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ, ისინი დამნაშავეების დასჯასა და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. ,,სახელმწიფო აღარ არსებობს, უწყებები აღარ არსებობს, ქვეყანა აღარ არსებობს და ამ ყველაფერმა გამოიწვია თითვეულ ჩვენთაგანში პროტესტი. დღეს ამ რაოდენობით შევიკრიბეთ, მაგრამ ,,ქართული ოცნება“ დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ 28 ოქტომბერს მათი არსებობა დასრულდება. ჩვენი მოთხოვნაა, ის ადამიანები მიეცნენ ადეკვატურ პასუხისგებაში, რომლებიც ამ ჩანაწერებში არიან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თამარ მეტრეველმა.

აქცია ასევე გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ხელისუფლებას ბანდიტები მართავენ“.

„ყველას სურვილი არის, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. მმართველობა, რომელიც გაიშიფრა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ყველამ კარგად გავიგონეთ,რომ ივანიშვილი ქვეყანას მართავს მაფიოზური მეთოდებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურთაზ ზოდელავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო