იტალიის შს მინისტრი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია, - ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა.

„ევროკავშირის ფარგლებში დისკუსია მიმდინარეობს სანქციების განახლებაზე განუსაზღვრელი ვადით, ცალკეულ მთავრობებთან კონსულტაციების გარეშე. მე მივიჩნევ, რომ ეს სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია“, - განაცხადა მატეო სალვინიმ.

აღსანიშნავია, რომ მატეო სალვინი ყოველთვის აყენებდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს. 16 ივლისს იტალიის შს მინისტრმა განაცხადა, რომ „იტალია - ევროპული ქვეყანაა, რომელმაც სანქციების გამო ყველაზე დიდი ზარალი განიცადა“.

„ყველასთვის ცნობილია, რომ იქ, სადაც იტალიამ დაკარგა, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ოკეანეს გაღმა, სარგებელი ნახეს. სანქციებს სარგებელი არ მოაქვს, დღეში 7 მილიონი ევროს დაკარგვა კი სერიოზული ზარალია. ზუსტად ამდენს კარგავს იტალია ყოველდღიურად, სხვა ქვეყნები კი, ვინც ამ სანქციებიდან სარგებელს ნახულობენ, საკუთარ ბრუნვას ზრდიან“, - აღნიშნა მაშინ იტალიის ვიცე-პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს