ირმა ინაშვილი მირზა სუბელიანთან შეხვედრას გეგმავს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი მირზა სუბელიანთან სიმართლის გასარკვევად შეხვედრას გეგმავს.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის წერილობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს და შეხვედრის ნებართვას მოითხოვს.

„თუ ეს ყველაფერი მართალია, რასაც ვისმენთ, მაშინ სახელმწიფოებრიობის პრობლემასთან გვქონია საქმე. მე ვგეგმავ პირადად ვთხოვო პარლამენტის თავმჯდომარეს და შევხვდე მირზა სუბელიანს, თუ მისი სურვილი იქნება კამერების თანხლებით, რადგან მინდა პირადად მისგან მოვისმინო სიმართლე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო