გიგლა ბარამიძე - „ქართული ოცნება“  ჩამოყალიბდა კრიმინალისკენ მიდრეკილ ვაჭრუკანებისა და სოვდაგრების კოლექტივად

გამოდით და გაეცით საზოგადოებას პასუხი! სხვა შემთხვევაში თქვენ პირდაპირი თანამონაწილე ხდებით იმ აღმაშფოთებელი სიბინძურის, რომელიც გუშინ გახდა მოსახლეობისთვის ცნობილი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, საზოგადოებას პასუხი გასცეს იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც „რუსთავი 2“ -ის ეთერით გავრცელდა.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ “ქართული ოცნება“( მცირე გამონაკლისის გარდა) იქცა და ჩამოყალიბდა კოლექტივად, რომელშიც გაერთიანდნენ ვაჭრუკანული და სოვდაგრული ფსიქიკის კრიმინალისადმი მიდრეკილი არაპროფესიონალი , უვიცი მედროვენი, რომელთაც მხოლოდ ჯიბეების გასქელება ადარდებთ. რამდენიმე დღის წინ, ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში „ქართული ოცნება“ მაფიოზურ დაჯგუფებას შევადარე, რაც სამწუხაროდ დადასტურდა „ოცნებასთან“ დაახლოებული სუბელიანის ჩანაწერში. ადამიანების მოტაცებები, წამება, გამოძალვა, კორუფცია, შეიარაღებული დაჯგუფებები, კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობა, კორომპირებული მაღალჩინოსნები! ამით აპირებს ბიძინა ივანიშვილი ევროპის გაკვირვებას?! ასეთი კრიმინალების მხარდაჭერით კეკლუცობს სალომე ზურაბიშვილი?! არა, „ქართული ოცნების“ ჭაობს, არა კრიმინალურ მართველობას, არა მაფიას , არა სახელმწიფოს ღალატს!" -განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება. „რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა