ეკა გიგაური ფარულ ჩანაწერებზე - საქართველოში არაფორმალური მმართველობით მივაღწიეთ იმას, რისიც ყოველთვის გვეშინოდა  - სისტემა დაემსგავსა ბუტაფორიას

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფ ზოგ პირს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამის შესახებ ეკა გიგაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზულ კრიზისშია და პრობლემის იგნორირებით „უფრო ღრმა კრიზისში შევალთ“.

ამასთა, ეკა გიგაურის თქმით, გავრცელებული ჩანაწერები ყველა იმ ეჭვს აღრმავებს, რაც აქამდე არსებობდა, მათ შორის სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.

„როდესაც მთელი სისტემა, როგორც ჩანს, ჩართულია დანაშაულის დაფარვაში, ეს არ იმალება. მგონი დღეს და არა ხვალ არის დრო იმის, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უხდიან ხელფასს, გონს მოეგონ, დაფიქრდნენ, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ ჩახლართული სიტუაციიდან და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთა ადგილი იქ არ არის. ზოგს, სავარაუდოდ, მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულიც აქვთ ჩადენილი. ამ ადამიანების პასუხისმგებლობაა დასაყენებელი დღესვე. პრობლემის იგნორირებით უფრო ღრმა კრიზისში შევალთ. ეს არის ფაქტი. სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზულ კრიზისშია და გამოსავალი მხოლოდ პრობლემის აღიარებაში და დღესვე მოგვარებაშია. საქართველოში არაფორმალური მმართველობით მივაღწიეთ იმას, რისიც ყოველთვის გვეშინოდა - სისტემა დაემსგავსა ბუტაფორიას, რომელიც ვერ პასუხობს გამოწვევებს. გავრცელებული ჩანაწერები ყველა იმ ეჭვს აღრმავებს, რაც აქამდე არსებობდა, მათ შორის სარალიძის საქმესთან დაკავშირებით და ბევრ ახალ თემასაც მოიცავს, რასაც აუცილებლად ნათელი უნდა მოეფინოს. ველოდებით განმარტებებს პასუხისმგებელი პირების მხრიდან”, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს