ნინო ლომჯარია - ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება წამებას და არასრულწლოვნების ცემას

გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება წამებას და არასრულწლოვნების ცემას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, მირზა სუბელიანი აუდიოჩანაწერში საკმაოდ სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, რაზეც აუცილებელია გამოძიების დაწყება.

„ვთვლი, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წამებას, არასრულწლოვნების ცემის ფაქტს, რაზეც მირზა სუბელიანი თავად საუბრობს. აუცილებელია, მოხდეს მისი გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, მათ შორის, თავადაც როგორც ჩანს, არის გარკვეულწილად მისი მონაწილე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მტკიცებით ფორმაში იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება გამოძიება. ეს არ არის ის ინფორმაცია, რაც შეიძლება უყურადღებოდ იყოს დატოვებული და აუცილებელია, გარდა იმისა, თუ როგორ მოხდა ამ ჩანაწერის გაკეთება და ამ თვალსაზრისით ნამდვილად დაირღვა პატიმრის ინტერესები, ასევე, ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებითაც უნდა დაიწყოს პარალელურად გამოძიება“,- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა