სერგი კაპანაძე - გავრცელებულმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა არის გახრწნილი და ძირგამომპალი

გავრცელებულმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა არის გახრწნილი და ძირგამომპალი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შესაცვლელად საჭიროა ხელისუფლების შეცვლა.

„ამ სისტემის შეცვლა არის აუცილებელი და „ქართული ოცნება" მას ვერ შეცვლის, რადგან ამ სისტემის შეცვლას სჭირდება მოქმედი თანამდებობის პირების დასჯა. ნორმალურ სახელმწიფოში პარლამენტი მოახდენდა სერიოზულ რეაგირებას, მათ შორის მთავრობის დათხოვნის და პასუხისმგებლობის დაყენების სახით. ამ ყველაფერს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი არ იზამს და ყველაფერზე პასუხი უნდა გაეცეს 28 ოქტომბერს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა