საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

სამხრეთ საფრანგეთში ოდის დეპარტამენტში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13 ადამიანამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFMTV საფრანგეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო ექვს დაღუპულზე. გარდა ამისა, მძიმედ დაშავებულია ხუთი ადამიანი, ხოლო ერთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ოდის დეპარტამენტის პრეფექტურაში ასევე განაცხადეს, რომ პეზანის კომუნიდან ათასი ადამიანია ევაკუირებული დამბის გარღვევის რისკის გამო.

ასევე ოდისა და ეროს დეპარტამენტებში დაახლოებით რვა ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდირებაში ასობით მაშველი და ჟანდარმი მონაწილეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს