ნიკა მელია - ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა

ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა. რას იზამდა დღეს, ხომ არ იტირებდა? მე იმის მოლოდინი არ მქონდა, რომ ბოდიშს მოიხდიდა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ბიუროს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"ეს კაცი რომ ნამდვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყოს და ნამდვილი დეპუტატები ჰყავდეს "ქართულ ოცნებას", მოიწვევდნენ საგანგებო სხდომას და დააყენებდნენ მთავრობის ნდობის საკითხს. ეს კაცი არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა ერთი და იგივე ფრაზებით. საუბრობენ წინა ხელისუფლებაზე. წინა ხელისუფლების ყოფილი წევრები ჰყავთ გუნდში, ორი მათგანი აქაც ზის, ბიუროზე. რამე პრეტენზია თუ აქვთ, მათ მოკითხონ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ახლა ირაკლი კობახიძე კოჭს უგორებს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მისგან ფინანსდებიან.

"იმით, რაც დღეს გააკეთა, მის სასახლეს კიდევ ერთი სართული დააშენდება. მათ იციან, რომ ქვეყანაში პრობლემაა, მაგრამ სიმართლეს ვერ ამბობენ. ფარცხალაძის სარდაფი დღესაც მოქმედებს. ეს ადამიანები არიან ტყვეები. ამ ადამიანებისგან არ ვითხოვთ გამოძიებას, შს მინისტრი თავის თავს დაისჯის? - რას იტყვიან ახლა. ბატონმა კობახიძემ რა უნდა ქნას, ხომ არ იტირებდა. მე იმის მოლოდინი არ მქონდა, რომ ბოდიშს მოიხდიდა", - აღნიშნა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო