მამუკა მდინარაძე - ჩანაწერი ძალიან მძიმე იყო და ბოლომდე უნდა ჩაყოლა, ამ ჩანაწერის 1%-ც კი თუ სინამდვილეს შეესაბამება

ჩანაწერი იყო ძალიან მძიმე და 1%-ც კი ამ ჩანაწერის სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, ამას ბოლომდე უნდა ჩაყოლა და ჩვენი ყველას ვალია, რომ ჩავყვეთ ამას ბოლომდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მდინარაძემ იმ ფარულ ჩანაწერზე ისაუბრა, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

„არაადეკვატურები უნდა ვიყოთ ახლა ჩვენ, რომ ვთქვათ საერთოდ არაფერი არ მომხდარა. ჩანაწერი იყო ძალიან მძიმე და 1%-ც კი ამ ჩანაწერის სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, ამას უნდა ბოლომდე ჩაყოლა და ჩვენი ყველას ვალია, რომ ჩავყვეთ ამას ბოლომდე. ეს არის მორალური, პოლიტიკური, ადამიანური ვალდებულება საკუთარი შვილების წინაშე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მაგრამ თუ იმის დაჯერებას ცდილობთ, „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფები, რომ ქუჩებში დათარეშობენ კრიმინალური დაჯგუფებები და ე.წ. „ავტომატჩიკები“( როგორც სუბელიანმა ახსენა) დარბიან ქუჩებში და იქ ვიღაცას აწამებენ და ჩვენებები წამებით მოიპოვეს, მაშინ ჩვენ ყველანი ერთად და ვინც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თურმე სხვაგან ცხოვრობს და არაფერი არ იცის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა