რობოტული ტექნიკის კომფორტული შესაძლებლობები პროსტატის კიბოს მკურნალობაში

ოპერაციები, რომლებიც სრულდება რობოტული ქირურგიული სისტემებით, გამოირჩევა პროსტატის კიბოს მკურნალობაში. რობოტული ტექნიკის განსაკუთრებული თვისებები შესაძლებლობას აძლევს ქირურგიას მიიღოს ეფექტური შედეგები.

პროსტატის კიბო, რომელიც მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპია, შეიძლება ითქვას რომ, როგორც საშიში დაავადება დამარცხებისკენ მიდის, რასაც ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდებსა და მაღალტექნოლოგიურ აპარატებს უნდა ვუმადლოდეთ. ამ კიბოს მკურნალობის ქირურგიული პროცედურები რომელთა განვითარების რისკი ხანდაზმულ მამაკაცებში უფრო მაღალია სრულდება რობოტული ქირურგიის ტექნიკით. პროფესორი ბულენტ სოიფაკ, უროლოგი, დირექტორი და მთავარი ექიმი Acibadem Adana Hospital-ში ხაზს უსვამს, რომ რობოტის დახმარებით პროსტატის კიბოს ოპერაციებმა გამოიღო უფრო ეფექტური შედეგები.

ადრეული დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს უპირატესობას

პროსტატის ჯირკვალი აქვს მხოლოდ მამაკაცს, რომელიც მას ეხმარება შარდის გამოყოფაში. ეს ჯირკვალი არის ყველა მამაკაცში დაბადებიდან, ის მიდრეკილია გაფართოებისკენ და დაკავშირებულია სხვა გარკვეულ პრობლემებთან, მამაკაცებში ასაკის მატებასთან ერთად. ასევე გვხვდება კეთილთვისებიანი პროსტატის გაფართოება, რომელიც იწვევს შარდვის პრობლემებს. პროსტატის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კაცებში მთელ მსოფლიოში.

თურქეთში იგი მეხუთე ადგილზეა კიბოს ტიპებს შორის. პროსტატის კიბოს მკურნალობისას, რომელიც გამოირჩევა შარდვის სირთულით და ქვედა წელის ტკივილის შეგრძნებით მეტასტაზის დროს, ადრეული დიაგნოზი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან უპირატესობას. ადრეული დიაგნოზი მოიცავს სისხლში PSA დონის შემოწმებას, ისევე როგორც ციფრულრექტალურ გამოცდას. პროფესორმა სოიფაკმა აღნიშნა, რომ PSA-ს დონეების შეფასება იწვევს ზოგიერთ პაციენტში პროსტატის კიბოს კლინიკურად უმნიშვნელო ხარისხის დიაგნოზის დასმას და ამბობს: ,,ამას მივყავართ კიბოს მკურნალობის არასწორი მიმართულებისკენ“. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ PSA-ის მაღალი დონე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს პროსტატის კიბო. ასევე საჭიროა შემოწმებულ იქნეს პაციენტის ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიები”.

პატარა განაკვეთი, მაღალი გამოსახულების ხარისხი

პროსტატის კიბოს მკურნალობა იგეგმება პაციენტის ასაკის მიხედვით, დამატებითი პათოლოგიური პირობებისა და კიბოს ეტაპების შესაბამისად. მკურნალობა მოიცავს ღია ოპერაციას ან ლაპარასკოპიულ რადიკალურ პროსტატექტომიას. სამეცნიერო მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-ში პაციენტთა 80%-ს რობოტი დაეხმარა რადიკალურ პროსტატექტომიაში. პროსტატექტომიაში, რომელიც მთლიანად პროსტატის მოცილებისთვისაა განკუთვნილი, რობოტული ქირურგიის უპირატესობა პროფესორმა სოიფაკმა ასე ჩამოაყალიბა: "რობოტული ხელსაწყო უზრუნველყოფს კომფორტს ქირურგისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მცირე განაკვეთს და გამოსახულების მაღალ ხარისხს. ეს გაუმჯობესება აისახება პაციენტზეც. პაციენტი კარგავს ნაკლებ სისხლს და ნაკლებად ზიანდება ნერვი, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ ფუნქციებთან. აგრეთვე, შარდის შეუკავებლობის რისკიც მინიმუმამდე მცირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეთოდი უზრუნველყოფს პაციენტების საავადმყოფოდან მალე გაწერას და გაცილებით ნაკლებ პოსტოპერაციულ გართულებებს". რობოტული მოწყობილობის გაფართოებები შესაძლებლობას აძლევს ქირურგებს, შეასრულონ მანევრები, რომელიც არ შეიძლება შესრულდეს ხელით. სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია და ხელის მტევნის ყოველი პოტენციური უნებლიე მოძრაობის აღმოფხვრა არის ამ მეთოდის მიერ შემოთავაზებული უპირატესობები.

არის თუ არა შესაძელებელი დაავადებისგან თავდაცვა?

კვლევები, რომლებიც უკვე ჩატარებულია, მიუთითებს, რომ ჯანსაღი პროსტატა მოითხოვს ჯანსაღ გულს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ზოგადად ჯანმრთელად ყოფნა, რეგულარულად ვარჯიში, იდეალური წონის შენარჩუნება, ხილ-ბოსტნეულით გაჯერებული დიეტის დაცვა, ერთი მხრივ, იცავს გულს, და მეორე მხრივ, ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

მაშინაც კი, თუ დაავადება ვითარდება, ზემოაღნიშნული ზომები კვლავაც სასარგებლოა პაციენტისთვის, რათა უფრო სწრაფად გაიაროს ორგანიზმმა აღდგენის პროცესი. ოჯახის ისტორიაში პროსტატის შემთხვევების მქონე მამაკაცებმა გამოკვლევები უნდა დაიწყონ ადრეულ ეტაპზე, იმ პირებთან შედარებით, რომელთაც უკეთესი ოჯახური ანამნეზი აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ყოველწლიურად ყველა მამაკაცმა 45 წლის ასაკის ზემოთ ჩაიტაროს გამოკვლევა და არ უგულვებელყოს დაგეგმილი, განმეორებითი შემოწმებები.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა