ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენს მირზა სუბელიანს ნიკა გვარამიამ იმუნიტეტი მიანიჭა

თქვენს მირზა სუბელიანს ნიკა გვარამიამ იმუნიტეტი მიანიჭა, - ამ განცხადებით ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ნიკა მელიას მიმართა.

“გუშინ სპექტაკლი დადგა ნიკა გვარამიამ, რომელიც დღეს იმუნიტეტს უცხადებს თქვენს მირზა სუბელიანს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისიც თქვა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები თავისი შედეგით “ნიკა გვარამიას გაფითრებული სახით დასრულდება“.

“ჩვენ ოპონენტებს შევთავაზეთ, რომ ნორმალური, ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა, როგორც ეს დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისთვის. ამის პასუხი არის შავი კამპანია და მიუღებელი რიტორიკა. სალომე ზურაბიშვილია, ვის მიმართაც წარმოებს ბინძური შავი კამპანია. ეს ის სპექტაკლებია, რასაც ყოვედღიურ რეჟიმში, ნიკა გვარამიას შესრულებით ვხედავთ. ეს ყველაფერი დასრულდება იმ შედეგით, რომლითაც დასრულდებოდა - დასრულდება ნიკა გვარამიას გაფითრებული სახით 29 ოქტომბერს, თუმცა სჯობდა, ჯანსაღი საარჩევნო კამპანიით დასრულებულიყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ჩანაწერი და მასში ასახული საუბრის შინაარსი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი