ნიკა მელია - მირზა სუბელიანს ისეთი სისაძაგლეები აკეთებინეს, რომ ხელისუფლება ტყვეობაში აიყვანა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ იკამათეს. მელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ჰკითხა, რომელი საქმე გამოიძიეს. ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ მირზა სუბელიანთან შეთანხმება დაარღვია და ის ჩანაწერში სწორედ ამის შესახებ საუბრობს.

„ქალბატონო ეკა, რომელი საქმე გამოგიძიებიათ, ვინ უნდა გამოიძიოს, ივანიშვილი საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს? ან თქვენ დასჯით? რომელი ერთი საქმე გამოგიძიებიათ, რომელ ერთ საქმეზე გითქვამთ, ბოდიში, შეგვეშალა, დაგისჯიათ?! ეს ადამიანი, ვინც გაამწესეთ იქ, შეთანხმებით - მირზა სუბელიანი და რაღაც მოხდა თქვენ შორის და თქვენ რომ პირობები დაურღვიეთ, საუბრობს იმაზე. ტყვეობაში აგიყვანათ, ჯალათი გამოიზარდა“, - მიმართა ნიკა მელიამ ეკა ბესელიას.

აღნიშნულზე ნიკა მელიას ირაკლი კობახიძემ გასცა პასუხი. მისი თქმით, მიმართვისას ნიკა მელიას „საინტერესო რაღაც წამოცდა“, რაც მირზა სუბელიანთან პირობების დარღვევას ეხებოდა და მმართველი გუნდი მოგვიანებით ამაზე საზოგადოების წინაშე კომენტარს გააკეთებს. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან კამათისას მირზა სუბელიანს „თქვენი მირზა სუბელიანი“ უწოდა, რასაც სერგი კაპანაძეს, ნიკა მელიასა და მას შორის კამათი მოჰყვა.

„ეს არ უნდა წამოგცდენოდათ, იმიტომ, რომ ფარდა ახადეთ მთელ ამ სპექტაკლს, რომელიც დაიწყეთ. ამ წამოცდენით ფარდა ახადეთ იმ სპექტაკლს, რომელიც გუშინ „რუსთავი 2“-მა დაიწყო. საინტერესო რაღაც წამოგცდათ, რომ მირზა სუბელიანს ალბათ პრობლემა შეექმნა. წამოგცდათ, ბატონო ნიკა და ძალიან მძიმედ მოგიბრუნდებათ უკან, იმიტომ, რომ გაშიფრეთ ის სპექტაკლი, რომელიც გუშინ გვარამიამ დადგა, რომელიც დღეს იმუნიტეტს უცხადებს თქვენს მირზა სუბელიანს და ეს სპექტაკლი გაშიფრეთ თქვენ დღეს. წამოგცდათ, ბატონო ნიკა“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.

კამათის დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, იყო თუ არა მირზა სუბელიანი „მათი“ , რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ნიკა მელიას ისეთი წამოსცდა, რასაც აღარ გაუტარებენ. „ბოლომდე გავყვებით მაგ წამოცდენას, ნიკა გვარამიასაც ბოლომდე გავყვებით და მაგ წამოცდენასაც. მაქედან უკან ვეღარ გამოძვრებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა, რომ მირზა სუბელიანს ისეთი სისაძაგლეები აკეთებინეს, რომ ხელისუფლება ტყვეობაში აიყვანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო