კიოლნში მძევლის აყვანის ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა

გერმანიის ქალაქ კიოლნში მძევლის აყვანის ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა აფთიაქში მძევლად ქალი აიყვანა.

როგორც ტელეარხი n-tv იუწყება, პოლიცია აღნიშნულ მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ბოროტმოქმედი ჯერ კიდევ აფთიაქში იმყოფება. მას მძევლად ჰყავს აყვანილი ქალი. ჩვენ კონტაქტზე გავედით დამნაშავესთან და მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

გერმანიის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადადგილებისგან თავი შეიკავონ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

იხილეთ ვიდეო: ქალაქ კიოლნის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მძევლები აიყვანეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს