მაკა ჩიჩუა MASHAV-ის თავმჯდომარის მოადგილეს იუვალ ფუქსის შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ისრაელის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს - MASHAV-ის თავმჯდომარის მოადგილეს იუვალ ფუქსისა და MASHAV - ის პროგრამის დირექტორს საქართველოში გიორგი ჟღენტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების მხარდაჭერაზე იმსჯელეს.

მხარეებმა განიხილეს ისრაელის მთავრობის და მაშავის ფონდის მხარდაჭერით ილიას უნივერსიტეტში ისრაელის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ დაგეგმილი მეტყველების თერაპევტების ტრენინგების ჩატარების საკითხი, რომელიც საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით წელს გაიმართება.

როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, MASHAV-ი გააგრძელებს თანამშრომლობას ილიას უნივერსიტეტთან და უფრო გაზრდის თანამონაწილეობას ბავშვთა ადრეული განვითარების პროექტებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა