მცხეთაში საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით რიგისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ეკონომიკური ფორუმი და ბიზნეს-წრეების შეხვედრა იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მხარეები ერთმანეთს რეგიონების საინვესტიციო პოტენციალს და კონკრეტულ შეთავაზებებს აცნობენ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე - რეგიონების განვითარების შესახებ გამოცდილებას უზიარებენ.

ფორუმს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ესწრება. „ეს არის რიგით მეორე ასეთი ტიპის ფორუმი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა გამოიღებს დადებით შედეგს, რადგან ასეთი ტიპის ღონისძიებებზე ხდება რეგიონების პოტენციალის ნათლად გაანალიზება და საინვესტიციო მექანიზმების ჩამოყალიბება”, - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ფორუმის მსვლელობისას ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და რიგის რეგიონის განვითარების საბჭოს შორის.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში ლატვიის მხრიდან, 11 სხვადასხვა პროფილის კომპანიის სახით, ბიზნეს-დელეგაციაც მონაწილეობს. კომპანიების ძირითად ინტერესს წარმოადგენს: საგზაო ინფრასტრუქტურა, სპორტის სფერო, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა და 3D დიზაინი. საქართველოს მხრიდან ეკონომიკურ ფორუმში 80-მდე კომპანია მონაწილეობს.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრებიც, რომლის მიზანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველო-ლატვიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 %-ით მეტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო