GIPA საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლს იწყებს

GIPA დღეიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA–დან აცნობეს, არსებული 25 კანდიდატიდან, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო 5 კანდიდატი შეარჩიეს. შეხვედრების ფორმატი სტუმრების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს ითვალისწინებს.

„GIPA ყოველთვის ჩართულია საზოგადოებისათვის საინტერესო, აქტუალური, პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების განხილვაში. ის ყოველთვის წარმოადგენდა განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების გაზიარებისა და მსჯელობის პლატფორმას. სწორედ ამიტომ, სტუდენტების ინიციატივით, 15 ოქტომბრიდან, GIPA-ში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები გაიმართება“, – აცხადებენ საზოგადოებრივ ინსტიტუტში.

მათივე განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების განრიგი ასეთია:

15 ოქტომბერი, 19:00 საათზე – დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობა“);

18 ოქტომბერს, 19:00 საათზე –ზურაბ ჯაფარიძე (პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“);

22 ოქტომბერი, 11:00 საათზე – დავით ბაქრაძე (პ/გ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის);

23 ოქტომბერი, 19:00 საათზე – სალომე ზურაბიშვილი (პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი).

„სტუდენტური გამოკითხვების შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან (გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“) ამ ეტაპზე, დროის უქონლობის გამო, შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვერ შედგა“, – აცხადებენ GIPA-ში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს