ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი იკითხება

„რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა. ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა