ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვერის პარკის ჭადრაკის სასახლეში, ჭადრაკსა და ნარდში  ტურნირი გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვერის პარკის ჭადრაკის სასახლეში, ჭადრაკსა და ნარდში ტურნირი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მასში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ვეტერანები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. ტურნირი ჭადრაკში ხუთ ტურად, ოლიმპიური სისტემით წარიმართა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ვეტერანი, ზურაბ დადიანი. მეორე ადგილზე გავიდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია. ხოლო მესამეზე ადგილზე - უწყების რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომელი, ნუგზარ ჭელიძე.

რაც შეეხება ტურნირს ნარდში, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მურთაზ გაბიტაშვილი, მეორე ადგილი - ვეტერანი, ბადრი მანწკავა, ხოლო მესამე ადგილი - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია.

გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და მედლები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგიძემ გადასცეს.

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო