რევაზ არველაძე - არ ვამბობ, რომ ვინმე ფიზიკურად  უნდა მოგვესპო, მაგრამ არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაში ხელს შეუშლიდა

არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაში ხელს შეუშლიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ჩანაწერი და მასში ასახული საუბრის შინაარსი მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.

არველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მინისტრების გარდა, არავინ შეიცვლა და „ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული ხალხი მათ უფრო გაუწევდა ანგარიშს, ვიდრე ახალმოსულ ხელისუფლებას“.

მისივე თქმით, სწორედ ხელისუფლებისათვის ხელის შეშლა იწვევს იმას, რომ დაპირებების დიდი ნაწილი, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ვერ შესრულდა.

„ნიკოლო მაკიაველი იმიტომ კი არ მომწონს, რომ ძალიან რადიკალი იყო და მაგალითად ამბობდა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მტერზე გამარჯვებით მოდიხარ მტერს შვილი კი არა, შვილიშვილი არ უნდა დაუტოვო ცოცხალი, რომ რევანშზე არავინ იფიქროს და ქვეყნის მართვაში ხელი არ შეგიშალოს. მე არ ვამბობ, რომ ვინმე ფიზიკურად უნდა მოგვესპო, მაგრამ არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააკეთა, რადგან ძალიან ზედმეტი დემოკრატიულობა გამოიჩინა. ასეთ მდგომარებაში მყოფ ქვეყანას ასეთი დემოკრატიულობა ნამდვილად არაფერში სჭირდება“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა