ნორიოს ტყეში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული ირაკლი სამხარაძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმსჯელებს

ნორიოს ტყეში, სამხედროებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი სამხარაძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმსჯელებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით სხდომა 31 ოქტომბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა. სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან 12 ძირითადი და არანაკლებ 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯულის შეირჩევა.

ირაკლი სამხარაძის მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აღძრული.

საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი სამხარაძემ სიტყვიერი შეკამათების დროს, სერგო ჯიმშერაშვილს შურისძიების მოტივით, მუშტების სახისა და თავის არეში მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება. ბრალდებულის მიერ თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად სერგო ჯიმშერაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში იყოფებოდა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეში კიდევ 4 ბრალდებული: გ. ბაზარაშვილი, შ. მეფარიძე, გ. თურაზაშვილი და ბ. რუსიეშვილი, რომელთა მიმართაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სსკ-ის 376 მუხლით მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული, ირაკლი სამხარაძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა