აბაშაში  მყარი   ბიოსაწვავის   პრეზენტაცია   გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კომპანია „ეკოლაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა და შპს "კერას“ გაყიდვების დირექტორმა, თამაზ ლომიძემ თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული მყარი ბიოსაწვავის (ბრიკეტი) პრეზენტაცია წარმოადგინა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, დარეჯან ელიაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მერაბ მიგინეიშვილი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

"თხილის ნაჭუჭისგან ვამზადებთ მაღალკალორიულ შეშას ე.წ. ბრიკეტებს - 1 ტონა ცვლის მინიმუმ 5 კუბურ მეტრ შეშას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მის დასამზადებლად საჭირო არაა ხე-ტყის გაჩეხვა; ასევე, წვის შედეგად გამოიყოფა 12-ჯერ ნაკლები CO, ვიდრე ჩვეულებრივი შეშის წვისგან. ორგანული მასისგან დამზადებული ბრიკეტი 22% მეტხანს იწვის, ვიდრე შეშა და 18%-ით მეტ სითბოს გამოყოფს. ბრიკეტის მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ მზარდია“, - განაცხადა თამაზ ლომიძემ. მისივე თქმით, უახლოეს ხანებში კომპანია 1 ტონა ბრიკეტს საჩუქრად გადასცემს აბაშის N1 ბაგა-ბაღს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო