ანონსი  16 ოქტომბერი

16 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას - მინისტერიალს გახსნის.

16 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ტუბერკულოზის თემაზე მიმდინარე რეგიონულ კონფერენციას დაესწრება.

მის.: ვარდების მოედანი #1

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

16 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო ტელ.: 995 577 221120; +995 577 991991

16 ოქტომბერს, 09:50 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გაიმართება.

16 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, აქცია "ვეტერანები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ გაიმართება.

მის.: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა

16 ოქტომბერს, 10:30 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას წარადგენს.

საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577157582.

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ორგანიზებით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გაიმართება.

თემა: პროკურატურისა და სამართალდამცავ ორგანოთა რეფორმირება.

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი ირაკლი იზორია და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ და პრემიერმინისტრს მიმართავენ.

მის.: წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: წლის ანგარიში - ცხოველთა თავშესაფარში არსებული მდგომარეობა, კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციები, უპატრონო ან პატრონიანი შინაური ცხოველები, გაგუდული, დასახიჩრებული ან ნაწამები ცხოველები, სამაშველო ოპერაციები, რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

16 ოქტომბერს, 11:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს აქციას სახელწოდებით - "ნაგვის ურნა".

16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მცხეთის მოსახლეობას შეხვდება.

მის.: მცხეთა, სამხედროს ქ. N9, მცხეთის კულტურის სახლი

16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ვინც ოჯახის ინტერესებს იცავს, “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: გავრცელებული ფარული ჩანაწერები და სარალიძის ოჯახის შემდგომი გეგმები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას გააცნობს სარჩელს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. #150, სახალხო დამცველის ოფისი

16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

თემა: სურსათის ეტიკეტირებისა და იმპორტის რეგულირების წესებში უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები ამოქმედდება.

მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული.

საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალთან „საჩუქარი 2018“ დაკავშირებული პრესკონფერენცია, რომელსაც გაუძღვებიან თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია; ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე; გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე; ნორვეგიის თეატრის დასი (THE KRAMPLE) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები.

მის.: ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსი“

16 ოქტომბერს,14:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს საპრეზიდენტო პროგრამას და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებს გააცნობს.

მის.: ალექსიძის ქ. #12, კინგ დავიდის ბიზნეს ცენტრი, მე-17 სართული

16 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კასპის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდება.

მის.: კასპი, კოსტავას ქ. N1

16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

16 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს სახელით მემორანდუმზე ხელს მოაწერს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

16 ოქტომბერს, 17.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: “წინასაარჩევნო გარემო “.

მის: ერეკლე მეორის მოედანი, 3

16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეოთხე სხდომა ჩატარდება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართული მედიის კითხვებს უპასუხებს. ზახაროვა ქართველ, მოლდოველ და ესტონელ ჟურნალისტებთან ვიდეო-პრესკონფერენციას გამართავს მოსკოვი -თბილისი -ტალინი -კიშინიოვი.

მის.: აღმაშენებლის გამზ. # 61, მე-5 სართული, ბლოკი C, Sputnik საქართველოს მულტიმედიური პრესცენტრი

საკონტაქტო ტელ.: 555908977

16 ოქტომბერს 18:00 საათზე, სსიპ „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს, „მაშავის“ 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლებს, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შაბთაი ცური და „მაშავის“ ხელმძღვანელის მოადგილე იუვალ ფუქსი.

მის.: მარშალ გელოვანის #6 (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზო)

16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი რაგბში ამხანაგური მატჩი გაიმართება.

მის.: გაბრიელ სალოსის ქ. #112

16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გიწვევთ შეხვედრაზე ზალიკო უდუმაშვილთან.

მისამართი: დიდი დიღომი, მე-3 მ/რ, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო პირი: ქეთი კირთაძე 557 90 39 07

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა