სალომე ზურაბიშვილი - ყაზბეგი არის იმის მაგალითი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი

ყაზბეგი არის იმის მაგალითი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

“ქვეყანა არ შენდება ერთი ადამიანით. ეს ხშირად წარსულში იყო ჩვენი შეცდომა, როცა გვეგონა, რომ შეიძლება ერთმა პრეზიდენტმა ყველაფერი გადაწყვიტოს და ყველაფერი მოაგვაროს. ადამიანები ადამიანები არიან და ზეპრეზიდენტები აღარ არიან და ამას არ უნდა ველოდოთ. უნდა ველოდოთ როგორ შეიძლება ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა და როგორ შეიძლება ერთად განვავითაროთ ეს რეგიონები. ამ კუთხით ყაზბეგი არის მაგალითი. მაგალითი იმის, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, სადაც ადრე მე ვიყავი ჩამოსული და იყო საკმაოდ ჩამკვდარი, გაშეშებული და უცებ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან სწრაფად, სიცოცხლე დაუბრუნდა. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. შეიძლება ბევრად მეტი გვინდოდეს და უნდა გვინდოდეს. თუ არ გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის მეტი ამბიცია, მაშინ არაფერი მოხდება. ამიტომ, მეტი უნდა გვინდოდეს, მაგრამ ის, რაც მოხდა, ისიც უნდა დავინახოთ და დავაფასოთ აქური მაგალითი და ძალიან სამაგალითოა ეს საქართველოსთვის. აქაური მაგალითია, რომ ყველაფერი იწყება არა მაინც და მაინც სახელმწიფოდან, ამ შემთხვევაში ყაზბეგის გაცოცხლება დაიწყო კერძო ინიციატივით და გრძელდება კერძო ინიციატივებით, რაც არის შესანიშნავი და ახალგაზრდების ინიციატივით, რაც არის კიდევ უფრო დადებითი და კიდევ უფრო იმ მიმართულების მაჩვენებელი, რომელიც გვინდა დავინახოთ სხვა რეგიონებში. ეს არის საწყისი, გეთანხმებით, არ არის ჯერ ის, რასაც ჰქვია ნამდვილი განვითარება რეგიონის, მაგრამ ეს დაწყებული გზა არის ძალიან სწორად დაწყებული და ამიტომ, მე ამ მაგალითს სხვაგანაც ვყვები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ადგილობრივებს საზღვრის დარაჯები უწოდა. „თქვენ საზღვრის დარაჯები ხართ. პრეზიდენტი საზღვარზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობაზეა პასუხისმგებელი. ისე, როგორც ადამიანს ხერხემალი, ქვეყანას სჭირდება თავისი საზღვრების გამაგრება. თუ საზღვარი ძლიერი არ არის, მაშინ სახელმწიფო ვერ არის სრულად ჩამოყალიბებული. ამრიგად, ამ რეგიონის განვითარება უნდა იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ შემთხვევაშიც, მე ვიქნები თქვენი ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სასაზღვრო რეგიონები, როგორც სახელმწიფო ინტერესი, წინ წამოიწიოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა