სალომე ზურაბიშვილი - როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს

მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს, ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილმა იმ სტუდენტებზე ისაუბრა, რომელთა საზღვარგარეთ სწავლასაც ბიუჯეტი აფინანსებს და აღნიშნა, რომ ამ სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება უნდა მოხდეს.

“ჩვენგან მიდის ძალიან ბევრი სტუდენტი. ზოგიერთი კანდიდატი ამბობს, რომ მე გავუშვებო, მაგრამ ამ ფონდით ვერავის ისე რაოდენობრივად ვერ გაუშვებს, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლება უშვებს ძალიან ბევრ სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ სხვადსხვა ქვეყანაში. პრობლემა სად არის - ის კი არა, რომ ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, ის კი არა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები არ გვყავს, ის კი არა, რომ იქაც არ ასახელებენ საქართველოს და ბოლომდე არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, ის კი არა, რომ არ ბრუნდებიან როგორც უწერიათ თავიანთ ხელშეკრულებაში, წასვლისას რაზედაც აწერენ ხელს. პრობლემა ის არის, რომ როცა ბრუნდებიან, სახელმწიფო ვერ ხვდება, როგორც უნდა დახვდეს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება, რომ “ბოდიში, მაგრამ თქვენთვის ადგილი არ გვაქვს” და ისინი ისევ მიდიან. ეს არის ის, რაც ძალიან სწრაფად უნდა გამოსწორდეს. მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს, ვინც დაბრუნდება, იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით და ვნახოთ როგორ შეიძლება, რომ ესენი მოვახმაროთ იმ ქვეყანას, რომელმაც მათთვის დახარჯა თავისი ბიუჯეტის თანხები. ეს არის სწორი მიდგომა და ეს ქვეყანა ასევე ამით უნდა გაძლიერდეს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა