დავით ცუხიშვილი - ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი

ყველა კითხვაზე გავეცი ამომწურავი პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ კვირას გავრცელებული აუდიოჩანაწერის ერთ-ერთმა ფიგურანტმა დავით ცუხიშვილმა განუცხადა. მან ჟურნალისტებთან საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ტერიტორია ავტომობილით დატოვა.

დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დასრულდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის, ი.პ-ს გამოკითხვაც, თუმცა მას პროკურატურის შენობა ამ დრომდე არ დაუტოვებია.

დღესვე, მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც მედიასთან ასევე დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა