გია ხუხაშვილი - კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა, როგორ გავაკეთო ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე კომენტარები, მართლა აზრზე არაა რა ხდება

2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და ირაკლი კობახიძის ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, -ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მირზა სუბელიანის მუქარის მმართველ გუნდს არ ეშიანია, თუ მუქარა იქნება. ხუხაშვილის თქმით, 2012 წელს „როდესაც ქვეყანაში სისხლიანი 9 წელი იყო“, კობახიძე ბუჩქებში იჯდა.

„კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა. როგორ გავაკეთო ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე კომენტარები?! ის მართლა აზრზე არაა რა ხდება. ის პლაკატებზე ამოკითხულ ფრაზებს, ამაყი სახით ილაპარაკებს. რა შიში არ ჰქონდა 2012 წელს, როცა სისხლიანი 9 წელი იყო, ბუჩქებში იჯდა. 2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და მისი ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. ახლა მოაქვს დიდ ვაჟკაცად და დევგმირად თავი. გაჩუმდეს და თავს მიხედოს ცოტა, თავი მოიწესრიგოს ის ჯობია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "როგორ გავაკეთო კომენტარი ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე?" - გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა