ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა დღეს განახლდება. სხდომაზე, პროკურატურის მიერ საქმეზე წარდგენილ ახალ მტკიცებულებებზე დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. სხდომა სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.

ბრალდების მხარემ წინა სხდომაზე სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინა და გარკვეული მოწმეების დაკითხვა იშუამდგომლა. საუბარია საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოკვეთილ მტკიცებულებებზე და მოწმეებზე.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა