ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორეისონი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარია ავრცელებს.
„სატელეფონო საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს შორის. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ავსტრალიის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესაძლებლობას განიხილავს. ბენიამინ ნეთსანიაჰუმ მას მადლობა გადაუხადა ამისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის თავიანთი საელჩოები იერუსალიმში მხოლოდ აშშ და გვატემალას აქვთ გადატანილი. იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა პალესტინელებს შორის.